Voice of Business

10 წესი, რომელიც დაგეხმარებათ სწორად შეარჩიოთ კარგი პროგრამა თქვენი ბიზნესისთვის

img
  • თარიღი: 15 აგვისტო , 2014
  • ავტორი : შალვა სულთანიშვილი

1. არჩევანი გააკეთეთ იმ პროგრამულ პროდუქტზე, რომელიც ორიენტირებულია თქვენს საქმიანობაზე.

ბაზარზე არსებული დეფიციტიდან გამომდინარე, დეველოპერული კომპანიები ძალაუნებურად ცდებიან თავიანთ ძირითად საქმიანობას და ერთვებიან იმ მიმართულებებში, რომლებში არ არიან სპეციალიზირებული. ყოველთვის ესაუბრეთ იმ კომპანიას, რომელიც უშუალოდ თქვენს სეგმენტზეა ორიენტირებული.

2.პროდუქტის შერჩევისას გაამახვილეთ ყურადრება, თუ თქვენი საქმიანობის რამდენ მიმართულებას ფარავს პროგრამა.

მხოლოდ იმიტომ, რომ პროგრამას შეუძლია შეასრულოს თქვენი ამოცანის ერთი ნაწილი კარგად, არ ნიშნავს, რომ თქვენ უნდა შეარჩიოთ სწორედ ეს პროდუქტი. შეეცადეთ შერჩევის მომენტში გაითვალისწინოთ, თუ კიდევ რა მიმართულებებს დაფარავს ეს პროდუქტი: ბუღალტერია, საწყობი, ტრანსპორტის მართვა, კადრებთან ურთიერთობა და ა.შ.

3. გამომდინარე იქიდან, რომ ინტერნეტი ყოველდღიურად ძლიერდება საქართველოში, გაითვალისწინეთ რა პერსპექტივა აქვს კომპანიას შემოგთავაზოთ ანალოგიური მომსახურება SAAS სერვისის სახით.

ბევრი ორგანიზაცია ვერ ახერხებს გადასვლას ახალ პროდუქტზე, რადგან დიდი ისტორიული ინფორმაცია გააჩნია. ამიტომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რამდენად არის კომპანია ორიენტირებული თანამედროვე ტექნოლოგიებზე. ყველაფერთან ერთად SAAS გაცილებით იაფი და მოქნილი მომსახურებაა, რომელიც მარტივია როგორც დანერგვაში ასევე განვითარებაში. პერსპექტივის სწორად გათვლის მიზნით, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ გააჩნია თუ არა მომსახურებას ღია და ხელმისაწვდომი API , რომლითაც შეძლებთ თქვენთვის საჭირო დამატებითი ფუნქციების შექმნას საჭიროების შემთხვევაში.

4.ყოველთვის შეადარეთ პროდუქტის მომწოდებელი კომპანიები ერთმანეთს.

თქვენი ბიზნესის სტაბილურობა ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომ გარდა ფუნქციონალური შედარებისა, აუცილებლად შეადარეთ უშუალოდ კომპანიები და მათი შესაძლებლობები ერთმანეთს. თქვენთვის მნიშვნელოვანია იცოდეთ ვინ არიან მათი კლიენტები და რამდენად სტაბილურია მათი ფინანსური მდგომარეობა.

5. ყოველთვის იფიქრეთ მომავალზე

გახსოვდეთ, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის ფუნქციები, რომელიც რმს-ს დღეს გაჩნია, არამედ საით აპირებს წასვლას კომპანია მომავალში. შეეცადეთ ყოველთვის მიიღოთ ინფორმაცია შეძლებს თუ არა მსგავსი სისტემა თქვენი სამომავლო, თუნდაც შორეულ პერსპექტივაში არსებული მოთხოვნების დაკმაყოფილებას, რადგან რესურსების მართვის სისტემა გრძელვადიანი ინვესტიციაა და ხანრგძლივი დროით უნდა შეძლოს თქვენი მოთხოვნების დაკმაყოფილება.

6. შეამოწმეთ, შეძლებთ თუ არა გაუმკლავდეთ მძლავრ რესურსების მართვის სისტემას.

ნუ შეიძენთ ისეთ პროდუქტს, რომელსაც გაცილებით მეტი მოთხოვნა გააჩნია ვიდრე თქვენ შეგიძლიათ დააკმაყოფილოთ. საუბარია არა მხოლოდ საკადრო რესურსზე, არამედ მარტივ ტექნიკურ რესურსებზეც.

7. ნუ გააკეთებთ გათვლას იმაზე რაც აქვს თქვენს კონკურენტს.

არასწორია მიდგომა, როდესაც კომპანიას უნდა ჰქონდეს იგივე რაც აქვს მის კონკურენტს. თქვენ არ გინდათ იყოთ ისეთი, როგორიც თქვენი კონკურენტია, თქვენ გინდათ იყოთ უკეთესი. რაც არსებობს ის უკვე აღარ არის თქვენი ინტერესის სფერო, თუ ახალ შემოთავაზებას მეტი შეუძლია თქვენ აუცილებლად ორიენტაცია მასზე უნდა აიღოთ.

8. დაადგინეთ რმს-ის სწორი ღირებულება

ბევრი კომპანია ცდილობს შემოგთავაზოთ პროდუქტი იაფად თუმცა მისი თქვენს მოთხოვნებამდე მიყვანა შეიძლება გაცილებით ძვირი დაგიჯდეთ. ამიტომ ყოველთვის ბოლომდე გაარკვიეთ რა ღირს ის რაც თქვენ გსურთ რომ გქონდეთ და არა ის რასაც გთავაზობენ. მოითხოვეთ მომსახურების მომწოდებლისგან წინასწარ განსაზღვროს რა დაგიჯდებათ პროგრამაში ახალი ფუნქციის ან ანგარიშის დამატება. გახსოვდეთ რომ ეს შესაძლებელია.

9. იფიქრეთ კონსულტანტზე

თუ თქვენ თვითონ არ ხართ ჩახედული ამ სისტემაში, გირჩევთ დაიქირაოთ სპეციალისტი, რომელიც გაგიკეთებთ სწორ ანალიზს და დაგეხმარებათ სწორი პროდუქტის შერჩევაში.

10.შეიძინეთ მხოლოდ ის რაც გჭირდებათ

თანამედროვე რესურსების მართვის სისტემებს დიდ შესაძლებლობები გააჩნიათ. ძირითადად მსგავსი შესაძლებლობები დაყოფილია მოდულებად, საიდანაც თვითოეული თავის საქმეს აკეთებს. მოითხოვეთ კომპანიისგან მხოლოდ ის მოდულები რომლებიც თქვენ გჭირდებათ.


გააზიარე :