Voice of Business

რატომ არის ბუღალტერია მნიშვნელოვანი და რატომ უნდა ვაწარმოოთ ის სწორი ინსტუმენტებით?

img
  • თარიღი: 15 აგვისტო, 2014
  • ავტორი : შალვა სულთანიშვილი

ლუკა პაჩიოლის შემდეგ, რომელმაც საფუძველი დაუდო თანამედროვე ბუღალტერიას ბევრი რამ შეიცვალა. ჯერ კიდევ საქართველოში რამდენიმე წლის წინ, ბუღალტერიას ფურცლითა და საწერი კალმით აწარმოებდნენ. დღეისათვის უკვე მსგავსი ოპერაციები პროგრამების დახმარებით სრულდება, თუმცა როგორც მანამდე იყო ჩვენს ქვეყანაში ჩამორჩენა ამ კუთხით დღესაც იგივე პრობლემების წინაშე ვდგავართ. რამდენიმე წელიწადში დღევანდელი პროგრამული ინსტრუმენტები ასევე ურთულეს გადაწყვეტად მოგვეჩვენება.

პირველ რიგში უნდა ავღნიშნოთ, რომ ბუღალტერია კომპანიის აღრიცხვიანობის ინსტრუმენტია, თუმცა ამავდროულად ემსახურება გადაწყვეტილების მიღების ინსტრუმენტს (ჯერ კიდევ). ბუღალტერია გვეხმარება დავადგინოთ საიდან მოვიდა და სად წავიდა ფული. მსგავსი ოპერაციების რეგისტრაციით, შესაბამისი სამსახური მონიტორინგს უწევს მსგავს ოპერაციებს. გადასახადების დაანგარიშება ერთ-ერთი იმ ფუნქციათაგანია, რომელსაც ბუღალტერია ემსახურება.

დღეისათვის ბუღალტერს ნაცვლად მონიტორინგისა შეთავსებული აქვს ყოველდღიური რუტინული ოპერაციების შესრულება და საკმარის დროს ვერ უთმობს ბიზნესის მდგომარეობის ანალიზს. წარმატებულ კომპანიებში, სადაც ბუღალტრული მდგომარეობის ანალიზს მეტი დრო ეთმობა ხორციელდება ანალიზი კომპანიაში არსებული მდგომარეობის, ხომ არ კარგავს კომპანია ფულს, დროულად ისტუმრებს თუ არა ვალდებულებებს, მათ შორის სახელმწიფოს წინაშე.

საქართველოსი დამახინჯებული მიდგომებიდან გამომდინარე (როდესაც მთელი კომპანია ეყრდნობა მხოლოდ საბუღალტრო პროგრამებს) კომპანიის მდგომარეობის ანალიზი ამ მეთოდით ვერ ხორციელდება, რადგან ბუღალტერიას არ გააჩნია ეს რესურსი. 100 კომპანიიდან 99 განაცხადებს, რომ მას გააჩნია ბიზნესის მართვის შესაბამისი ინსტრუმენტები, რაც სინამდვილეში გულისხმობს რომელიმე საბუღალტრო პროგრამას, რომელსაც არავითარი კავშირი ბიზნესთან არ გააჩნია და რეალურად არც ბიზნესის მფლობელის ხელშია. ამავე ინფორმაციის პერეფრაზირება რომ მოვახდინოთ, პირდაპირი კავშირი ბიზნეს საქმიანობასა და ბუღალტერიას შორის არ არსებობს.

განვიხილოთ პატარა მაღაზიის მაგალითი:

უბნის მაღაზია ყოველდღიურად ყიდულობს და ყიდის პროდუქციას, რომლის აღრიცხვაც არ ხორციელდება ელექტრონული ინსტრუმენტებით. მაღაზიის მეპატრონე დარწმუნებულია, რომ მისი ბუღალტერი სწორად აღრიცხავს ყველა ოპერაციას, რეალურად კი ბუღალტერი იყენებს სალარო აპარატზე მითითებულ ჯამურ თანხებს და შესყიდვების შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახურის RS.GE სერვისიდან. საკმარისია ნებისმიერ ეტაპზე ჩატარდეს შემოწმება, რომლის დროსაც აღმოჩნდება ყველა მსგავსი ტიპის მაღაზიაში, რომ ნაშთი არ არის ადეკვატური. გარდა ამისა, ყოველთვის გამორჩენილია დოკუმენტები, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს რეალურ სურათზე.

აუდიტორული კომპანიების გარდა არავინ იწყებს ბიზნესს მხოლოდ ბუღალტრული აღრიცხვისთვის. ბუღალტერია მხოლოდ სახელმწიფოსთან ურთიერთობის ინსტრუმენტია.

დაბალფასიანი გადაწყვეტილებები, როგორიც არის ბურალტერი საკუთარი პროგრამით ყოველთვის სრულდება დაჯარიმებით სახელმწიფოს მხრიდან. თვითოეული მსგავსი კომპანია რეალურად სამეწარმეო საქმიანობის დაწყებისთანავე ხდება სახელმწიფოს მხრიდან ამავე საქმიანობის შეჩერების პოტენციური კანდიდატი. გამოკითხული 100 საწარმოს დამფუძნებლისგან, მხოლოდ 3%-ს აქვს ნანახი საკუთარი საბუღალტრო ანგარიშგება. თუ თქენ გყავთ დიდი ოდენობის კლიენტები, რომელთაც თქვენს მიმართ ვალდებულება გააჩნიათ, მათი კონტროლი დამატებითი ინსტრუმენტების გამოყენებით გიწევთ, ხშირად ეს უბნის მაღაზიების მსგავსად ანალოგიური აღრიცხვიანობის მქონე შედარებით მსხვილ ბიზნესშიც საწერი კალმით და რვეულით ხდება.

გახსოვდეთ, რომ არის ბევრი საბურალტრო პროგრამა, თუმცა როგორც უკვე ავღნიშნეთ ზემოთ, არცერთ მათგანს არ შეუძლია თუნდაც 30%-ით დააკმაყოფილოს თქვენი მოთხოვნები, რადგან ისინი მხოლოდ საბუღალტრო აღრიცხვისთვის არიან შექმნილი, თქვენ კი ბიზნესს მართავთ, სადაც ნებისმიერ დროს უნდა იცოდეთ რა მდგომარეობაა თქვენს კომპანიაში.

იმისათვის, რომ დარწმუნდეთ თუ რა მდგომარეობაა თქვენს კომპანიაში, შეგიძლიათ ჩაატაროთ შემდეგი სახის ექსპერიმენტი, დაუსვით თქვენს ბუღალტერს შემდეგი შეკითხვები და დაელოდეთ არა პასუხებს, არამედ მათი მოწოდების დროს:

  • ვისი და რა ოდენობის დავალიანება გაგვაჩნია?
  • ვის და რა ოდენობის დავალიანება აქვს ჩვენი?
  • რა ღირებულების საქონელია ამ მომენტისათვის საწყობში?
  • რამდენი დაგვრჩება მოგება თუ საწყობში არსებულ ნაშთს ახლავე გავყიდით?
  • რა თანხის რეალიზაცია მოვახდინეთ კონკრეტულ პერიოდში?
  • რა ოდენობის არის ჩვენი მოგება ამ მომენტისთვის?

პირველივე მომენტში მოსალოდნელია, რომ პასუხი ბუღალტრისგან იქნება: „მე მჭირდება დრო და რამდენიმე საათში მოგაწვდით პასუხებს ამ კითხვებზე“. რეალურად კი თანამედროვე პროგრამული პროდუქტებით, მსგავს შეკითხვებზე პასუხის მისაღებად საკმარისია რამდენიმე წამი. დრო ერთი იმ ფაქტორთაგანია, რატომაც უნდა გამოვიყენოთ თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლებიც გაცილებით უფრო სწრაფია და თან ხელმისაწვდომია ნებისმიერი სამუშაო ადგილიდან ყველა თანამშრომლისთვის. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ინფორმაცია რომელიც განაპირობებს ჩვენს წარმატებას ან მარცხს კონკურენტულ ბაზარზე გვჭირდება ჩვენ გადაწყვეტილების მისაღებად დღეს და ახლა.

ვობი ? :

სწორედ მსგავსი პრობლემების გადაჭრის მიზნით შეიქმნა ვობი , რომელიც თავის თავში აერთიანებს არა მხოლოდ საბუღალტრო შესაძლებლობებს, არამედ ბიზნესის მართვის სრულ ციკლს, საშუალებას გაძლევთ იმუშაოთ დაცულად, ნებისმიერი ადგილიდან და ყველა კონკურენტულ პროდუქტთან შედარებით ყველაზე ხელმისაწვდომია.

ჩვენს მიერ შემუშავებულ ბუღალტრულ პროგრამას, შეუძლია იმუშაოს როგორც დამოუკიდებლად, ასევე სხვა მომსახურებებთან ერთად სინქრონულად. თითოეული ოპერაცია, რომელიც სრულდება სისტემაში განსაზღვრულია წინასწარ შაბლონების მეშვეობით, თუმცა შესაძლებელია, მათი ცვლილება და დამატება. აღრიცხვიანობა ხორციელდება როგორც ფიფო ასევე საშუალო შეწონილის მეთოდით.

ბუღალტრული მოდული საშუალებას გაძლევთ სინქრონულად იმუშაოთ შემოსავლების სამსახურთან. მიიღოთ და გასცეთ როგორც ელექტრონული ზედნადებები ასევე ანგარიშ ფაქტურები.

მულტი ვალუტის მხარდაჭერა და ვალუტის კურსების ავტომატური იმპორტი საქართველოს ეროვნული ბანკიდან ჩვენს პროგრამასი სტანდარტული ფუნქციაა და არ საჭიროებს დამატებითი თანხების გადახდას.

და ბოლოს ყველაზე მთავარი, ვობი ბუღალტერია უფასოა ყველა მომხმარებლისთვის.


გააზიარე :