Voice of Business

საცალო გაყიდვების პროგრამა - VOBI Retail



კონკურენციის ზრდასთან ერთად იზრდება მოთხოვნები, რომლებსაც საქართველოში არსებული ძველი პროგრამული პროდუქტები უკვე ვეღარ ეწევიან. კლიენტების მოთხოვნა სტანდარტული გაყიდვებიდან გაიზარდა გაყიდვების მთელი პროცესის მონიტორინგით, რაც გულისხმობს ერთგვარი უპირატესობის საჭიროებას კონკურენტებთან მიმართებაში და გაყიდვების პროცესის გამარტივებას.

POS შექმნილია ჩვენი სისტემის ძირითად ბირთვზე. ძალიან მარტივი ინტერფეისით

ვობისაცალო გაყიდვები

გაყიდვები

საცალო გაყიდვების სისტემა, რომელსაც ასევე Point of Sale (POS) უწოდებენ, შექმნილია ჩვენი სისტემის ძირითად ბირთვზე. ძალიან მარტივი ინტერფეისი, მინიმალური ოდენობის ღილაკებით და შეზღუდვებით მოლარე ოპერატორებისთვის, რაც ოპერაციების კონტროლს მნიშვნელოვნად ამარტივებს. ყველა ოპერაცია დამოკიდებულია უფლებებზე, რომელიც მინიჭებული აქვს კონკრეტულ მოლარე-ოპერატორს.

სისტემას ინტერნეტის გარეშე მუშაობა მარტივად შეუძლია, რაც არ აჩერებს სამუშაო პროცესს იმ დროსაც კი, როდესაც კავშირი ინტერნეტთან გაწყვეტილია არსებული ნაშთით მუშაობა შეფერხების გარეშეა შესაძლებელი.

სისტემას გააჩნია ორი ინტერფეისი, რომლიდანაც ერთი გამოიყენება საცალო ვაჭრობაში, ხოლო მეორე ინდივიდუალური გაყიდვებისთვის, რომლებიც საჭიროებენ საგარანტიო მომსახურებებს და რეალიზაციების კონტროლს მენეჯერების მიხედვით.

სისტემას შეუძლია TOUCH SCREEN მონიტორებთან მუშაობა, ისევე როგორც სალაროს აპარატთან პირდაპირი კავშირი და მონაცემების სინქრონიზაცია სასწორებთან. შტრიხ კოდის წამკითხველი მოწყობილობით მუშაობა არ წარმოადგენს არავითარ შეზღუდვას.

VobiCloud

Vobi erp

ინფორმაცია გაყიდვების შესახებ თქვენი სურვილისამებრ ავტომატურად სინქრონიზირდება ჩვენს ცენტრალურ მონაცემთა ბაზასთან, თქვენთვის სასურველი დროის ინტერვალით.
სისტემა მუშაობს ქსელურად ნებისმიერ მანძილზე ინტერნეტის დახმარებით, ასე რომ თქვენ შეგიძალიათ ნებისმიერ დროს ნებისმიერი ადგილიდან აკონტროლოთ თქვენი გაყიდვები. შესაძლებელია საქონლის ნაშთისა და თვითღირებულებების კონტროლი და შეზღუდვა მომხმარებლებით.

რას ამბობენ კლიენტები

  • client-photo-1
    Candy

    ირაკლი ტყეშელაშვილი. დამფუძნებელი და დირექტორი: ჩვენი კომპანიის არსებობის მანძილზე, არაერთი პროგრამა დავნერგეთ, რომლებიც ვერ აკმაყოფილებდნენ ჩვენ მოთხოვნებს სრულად. მე ვეძებდი გამოსავალს, რომელიც დამეხმარებოდა მენეჯერული პროცესების დალაგებაში და გადავაწყდი ვობის, რომელზეც საბოლოოდ შევაჩერე ჩემი არჩევანი. რა შეიძლებოდა უკეთესი მეპოვნა, რაც გააკეთებდა იმას რაც მინდოდა და თან ასეთ ფასად? .

  • client-photo-2
    Sano Bruno's Enterprises ltd

    ზურაბ კაჭარავა . აღმასრულებელი დირექტორი : 2013 წელს, კომპანიის სწრაფი ზრდის პროცესის დაკმაყოფილების მიზნით დღის წესრიგში დადგა გაგვენახლებინა დისტრიბუციის, საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსების მართვის სისტემა. არსებული სისტემიდან ახალ, ვობი რმს - ზე გადასვლის პროცესი მარტივი და უმტკივნეულო აღმოჩნდა. დღეს კომპანია, სრულად არის ავტომატიზირებული. ჩვენი საწყობები, იმპორტისა და ექსპორტის საქმიანობა, ისევე როგორც დისტრიბუციის მიმართულება აღჭურვილია ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებით, რაც საშუალებას გვაძლევს ვიფიქროთ მუდმივ წინსვლაზე

  • client-photo-3
    შპს მადა იმერეთი - სადისტრიბუციო კომპანია

    გიორგი აბჟანდაძე . აღმასრულებელი დირექტორი : ჩვენი კომპანია ახორციელებს დისტრიბუციას დასავლეთ საქართველოში. ბაზარზე არსებული კონკურენციიდან გამომდინარე, ვალდებული ვართ სწრაფად ვიმოქმედოთ და სწორად განვსაზღვროთ კომპანიის მდგომარეობა კონკურენტულ გარემოში. მნიშვნელოვანია ბაზრის დროული და სწორი ანალიზი ჩავატაროთ, სწრაფად მოვახდინოთ რეაგირება ბაზარზე ფასების ცვლილებაზე, რაც ვობი დისტრიბუციით რამდენიმე წუთში შეგვიძლია განვახორციელოთ. .

გაქვთ კითხვები ?

+995 595 99 12 12 / +995 555 85 44 55

მოითხოვე დემო