Voice of Business

ბუღალტერია

ჩვენს მიერ შემუშავებულ ბუღალტრულ პროგრამას, შეუძლია იმუშაოს როგორც დამოუკიდებლად, ასევე სხვა მომსახურებებთან ერთად სინქრონულად. თითოეული ოპერაცია, რომელიც სრულდება სისტემაში განსაზღვრულია წინასწარ. შაბლონები წინასწარ არის შემუშავებული, თუმცა შესაძლებელია, მათი ცვლილება და დამატება. აქვე ხორციელდება საბეჭდი ფორმების დაკავშირება ოპერაციებთან. აღრიცხვიანობა ხორციელდება როგორც ფიფო ასევე საშუალო შეწონილის მეთოდით. ბუღალტრული მოდული საშუალებას გაძლევთ სინქრონულად იმუშაოთ შემოსავლების სამსახურთან. მიიღოთ და გასცეთ როგორც ელექტრონული ზედნადებები ასევე ანგარიშ ფაქტურები. მულტი ვალუტის მხარდაჭერა და ვალუტის კურსების ავტომატური იმპორტი საქართველოს ეროვნული ბანკიდან ჩვენს პროგრამაში სტანდარტული ფუნქციაა და არ საჭიროებს დამატებითი თანხების გადახდას.

ვობიბუღალტერია

დისტირბუცია

სამუშაო სფეროს მიუხედავად, ნებისმიერი ორგანიზაცია საჭიროებს ძლიერ ფინანსურ და საბუღალტრო ინსტრუმენტს, რომელიც ეხმარება გუნდს მუშაობაში და ოპერაციების განხორციელებაში. სტანდარტული საბუღალტრო ოპერაციებიდან დაწყებული ამ გატარებების მონიტორინგით დამთავრებული ვობიში მუდმივად იზრდება ანალიზის შესაბამისი ინსტრუმენტები. ჩვენი ტექნოლოგიები საშუალებას გაძლევთ დაინახოთ სრული სურათი თქვენს ორგანიზაციაში მიმდინარე პროცესების შესახებ.

უწყვეტ პროცესად მიმდინარე სამუშაოებში მნიშვნელოვანია, რომ ადმინისტრაციული და საოპერაციო მოქმედებები ავტომატურად აისახებოდეს ბუღალტერიაში. შეგვეძლოს საბოლოო დოკუმენტიდან საწყის დოკუმენტზე გასვლა სირთულეების გარეშე.

ვობი მუდმივად აახლოვებს შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სერვისებს პროგრამასთან, რაც გამოიხატება ელექტრონული ზედნადებების, ანგარიშ-ფაქტურებისა და დეკლარაციების კავშირს სისტემასთან. თქვენ აღარ დაგჭირდებათ რამოდენიმე პროგრამასთან მუშაობა და ინფორმაციის მიგრაცია, რომლის დროსაც ხშირია შეცდომის დაშვების ალბათობა.

ჩვენი ბუღალტრული მოდული შექმნილია მენეჯერებისთვის, მათთვის გასაგებ ენაზე ოპერაციების შესასრულებლად. უშუალოდ ბუღალტერი დაკავებულია ანალიზითა და გატარებების აუდიტით ნაცვლად ერთგვაროვანი ოპერაციების შესრულებისა.

  • საბუთების დამატება
  • მულტი გატარებები
  • წინასწარი შეკვეთა ცენტრალურ საწყობში
  • ბუღალტრული გატარებები
  • ოპერაციის შაბლონები
  • ფორმები
  • ანგარიშთა შესაბამისობა
  • ანალიზური ანგარიშები
  • საბალანსო ანგარიშები
  • ელექტორნული ზედნადებები
  • ანგარიშ ფაქტურები
  • დაბრუნება მომწოდებელზე
  • ბრუნვითი-უწყისი
  • ხელფასები
  • ხელფასის განაცემის ტიპები
  • ანგარიშებზე-ბრუნვები
  • საბუთების-კონტროლი
  • ანგარიშების დაჯგუფება
  • ყველა ოპერაცია

რას ამბობებკლიენტები

  • client-photo-1
    Candy

    ირაკლი ტყეშელაშვილი. დამფუძნებელი და დირექტორი: ჩვენი კომპანიის არსებობის მანძილზე, არაერთი პროგრამა დავნერგეთ, რომლებიც ვერ აკმაყოფილებდნენ ჩვენ მოთხოვნებს სრულად. მე ვეძებდი გამოსავალს, რომელიც დამეხმარებოდა მენეჯერული პროცესების დალაგებაში და გადავაწყდი ვობის, რომელზეც საბოლოოდ შევაჩერე ჩემი არჩევანი. რა შეიძლებოდა უკეთესი მეპოვნა, რაც გააკეთებდა იმას რაც მინდოდა და თან ასეთ ფასად? .

  • client-photo-2
    Sano Bruno's Enterprises ltd

    ზურაბ კაჭარავა . აღმასრულებელი დირექტორი : 2013 წელს, კომპანიის სწრაფი ზრდის პროცესის დაკმაყოფილების მიზნით დღის წესრიგში დადგა გაგვენახლებინა დისტრიბუციის, საბუღალტრო აღრიცხვისა და ფინანსების მართვის სისტემა. არსებული სისტემიდან ახალ, ვობი რმს - ზე გადასვლის პროცესი მარტივი და უმტკივნეულო აღმოჩნდა. დღეს კომპანია, სრულად არის ავტომატიზირებული. ჩვენი საწყობები, იმპორტისა და ექსპორტის საქმიანობა, ისევე როგორც დისტრიბუციის მიმართულება აღჭურვილია ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებით, რაც საშუალებას გვაძლევს ვიფიქროთ მუდმივ წინსვლაზე

  • client-photo-3
    შპს მადა იმერეთი - სადისტრიბუციო კომპანია

    გიორგი აბჟანდაძე . აღმასრულებელი დირექტორი : ჩვენი კომპანია ახორციელებს დისტრიბუციას დასავლეთ საქართველოში. ბაზარზე არსებული კონკურენციიდან გამომდინარე, ვალდებული ვართ სწრაფად ვიმოქმედოთ და სწორად განვსაზღვროთ კომპანიის მდგომარეობა კონკურენტულ გარემოში. მნიშვნელოვანია ბაზრის დროული და სწორი ანალიზი ჩავატაროთ, სწრაფად მოვახდინოთ რეაგირება ბაზარზე ფასების ცვლილებაზე, რაც ვობი დისტრიბუციით რამდენიმე წუთში შეგვიძლია განვახორციელოთ. .

გაქვთ კითხვები ?

+995 595 99 12 12 / +995 555 85 44 55

მოითხოვე დემო